მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა

სებ

ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების დონე 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სულ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 429 მილიონი დოლარით იკლო.

რეზერვების კლება პირველ რიგში სებ-ის მიერ ივნისში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდებოდა, რადგანაც ეროვნულმა ბანკმა ივნისში სავალუტო ინტერვენციებით $60 მილიონი დოლარი გაყიდა.

გასულ თვეში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეზე ნაკლებია.

"ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა", - ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

2024 წლის მარტში სებ-მა სავალუტო რეზერვებში ოქროს დამატების გადაწყვეტილება მიიღო, სებ-მა უკვე შეიძინა 7 ტონა ოქრო, რომლის ღირებულებაც ამჟამად 535 მილიონი დოლარია. შესაბამისად, სავალუტო რეზერვების 12% ამჟამად ოქროშია ნომინირებული.

უფრო ვრცლად სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვაზე წაიკითხეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები