მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში ბინების ღირებულების ზრდა ბოლო 30 თვის მინიმუმზეა - Galt & Taggart-ის პროგნოზი

ბინები

2024 წლის ივნისში, თბილისში პირველად ბაზარზე ბინების ფასები, თვიურად, მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 30 თვის მინიმუმია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომლის კვლევაც 14 დეველოპერული კომპანიის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობოდა.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ფასების შემცირება მცირედით უფრო შესამჩნევია მაღალფასიან სეგმენტში. შემცირებული მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში კი ფასების დასტაბილურება მომდევნო თვეებშიც მოსალოდნელია.

2024 წლის ივნისში თბილისში ჯამში 2 957 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.9%-ით, გასულ თვესთან შედარებით კი, 7.5%-ით ნაკლებია. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

გაყიდვებში საშუალო ზომის - 51-80 მ² - ბინები დომინირებდა, რასაც Galt&Taggart-ი მათი ხელმისაწვდომობით, გაქირავების სიმარტივითა და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის წილის კლებით ხსნის.

მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ივნისში დეველოპერების პროექტებში ბინების წინასწარი გაყიდვები, მაისთან შედარებით, 17.7%-ით გაიზარდა, თუმცა მკვეთრად ჩამორჩება წინა თვეებში (მაისის გარდა) დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.

დეველოპერთა ახალ პროექტებში საქართველოს მოქალაქეებზე მთლიანი გაყიდვების 76%-იანი წილი მოდიოდა - 4 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლები, ვიდრე 2023-ში. ამასთან, 4%-დან 11%-მდე გაიზარდა ისრაელის მოქალქეების წილი მთლიან გაყიდვებში, რუსეთის მოქალქეების წილი კი 8%-დან 2%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები