მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ "რესპუბლიკურის" ირგვლივ პროცესებს მკაცრად გააკონტროლებს

6433cb388779f
ინგა მურუსიძე
10.04.23 12:53
596
„კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული“,-აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ზაზა ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.

„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანა, ეს გარანტიები არის და იქნება შესრულებული. ყველაფერი მკაცრი კონტროლის ქვეშ გვეყოლება. ჩვენი კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. კონცეფცია იყო სწორი და ადეკვატური“,-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები