მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას "მჭიდრო თანამშრომლობაზე" შეუთანხმდა

62284ff164005
ინგა მურუსიძე
09.03.22 11:10
609
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას, ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა.

როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა; მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. 

დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები