ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ხვალ სამინისტრო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დაფინანსების მოდელის პრეზენტაციას გამართავს.
"17 ოქტომბერს, 11:00-ზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგნლები, სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის პრეზენტაციას გამართავენ,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
DRG სისტემის ამოქმედება საყოველთაო ჯანდაცვის მოდელზე გადასვლის შემდეგ სექტორის დაფინანსების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმა იქნება.
ცნობისთვის, DRG-სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს.
ჯანდაცვის სამინისტრო DRG სისტემის გაშვებას 3 ოქტომბერს აანონსებდა, თუმცა უწყების განცხადებით, მათ ჯანდაცვის ასოციაციისგან მიიღეს წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ სისტემის ამოქმედებამდე საჭირო იყო დამატებითი დრო.