მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვა უაღრესად კომპლექსური დარგია და იქ არ არის წახნაგი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს" - ჯანდაცვის მინისტრი

სარჯველაძე

ჯანდაცვა უაღრესად კომპლექსური დარგია და იქ არ არის წახნაგი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვაში რაიმე კონკრეტული წერტილი არ არის, რომელიც პრობლემას მთლიანად გადაჭრის.

"ხარისხიანი ჯანდაცვის კუთხით რაიმე კონკრეტულის ამორჩევა და თქმა გამიჭირდება, რომ აი ეს კონკრეტული მექანიზმია, რაც ამ პრობლემას გადაჭრის. ჯანდაცვა უაღრესად კომპლექსური დარგია. იქ არ არსებობს ერთი კონკრეტული წერტილი ან წახნაგი, რომლის გამოსწორება ან ჩავარდნილობა ამ შემთხვევაში მთლიანად გავლენას ახდენს. ესეც, მაგრამ [სფეროს] ყოველმხრივ სჭირდება განვითარება. დაწყებული ექიმების კვალიფიკაციიდან, უწყვეტი დიპლომის შემდგომი განათლების რაც შეიძლება ეფექტიანობის გაზრდით, დამთავრებული DRG-ს პრობლემებზე, რომ საჭიროა გარკვეული დაფინანსების მოდელები, ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სხვადასხვა.

თუ მკითხავთ, რა არის პრიორიტეტული მიმართულება, ვფიქრობ რომ ეს არის განათლება. განათლება არის ძალიან სერიოზული რამ", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები