მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვაში მთავარი პრობლემა რეფორმის განხორციელებისას აღმოჩენილ ხარვეზებზე სწრაფი რეაგირებაა - მაია მახარაძე

მაია მახარაძე

ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სექტორში რეფორმები რამდენიმე წელია დაიწყო. ჯერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების სისტემა შეიცვალა, შემდეგ კი მედიკამენტების ფასის ხელოვნურად შემცირების მექანიზმი ამოქმედდა, გამკაცრდა სანებართვო პირობები. მომავალი წლიდან კი კლინიკებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება მოუწევთ.

დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლის გადაჭრის გარეშეც არსებული რეფორმა აზრს დაკარგავს და ხელშესახებ ცვლილებებს არ მოიტანს.

ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაძე თვლის, რომ მთავარი რეგულაციების სწორი და თანმიმდევრული განხორციელება, ასევე რეფორმის მიმდინარეობისას არსებულ ხარვეზებზე დროული რეაგირებაა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო ნაბიჯებს ამ მიმართულებით გადადგამს, 2030 წლის სტრატეგიაში განსაზღვრული მიზნები მიღწევადია.

“რა რეფორმებიც დაანონსდა და დაიწყო 2030 წლის სტრატეგიაში გაწერილ მიზნებს ნამდვილად პასუხობს, იგივე DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლა, აკრედიტაციის სავალდებულოობის შემოტანა რეფერენტული ფასების დაწესება და ა.შ. მთავარი პრობლემა დღეს, რასაც ვუყურებთ, სწორი განხორციელება და განხორციელების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე სწრაფი რეაგირებაა. თუ ეს მექანიზმი იმუშავებს რეფორმები წარმატებული იქნება.

თუ ყველა ის ხარვეზი, რაც ტივტივდება და არ არის გასაკვირი, არავის არ აქვს მოლოდინი, რომ ახალი რეფორმა ხარვეზის გარეშე გაივლის და არ გამოჩნდება გზა და გზა რაღაც პრობლემები. დღეს რასაც სექტორში ვხედავთ პრობლემა უკვე დაგროვილ ხარვეზებზე სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებაა. თუ ამ რეფორმების განხორციელებისას ასეთი დამოკიდებულება იქნება, ალბათ, 2030 წლისთვის დასახული მიზნებისკენ ვივლით. თუ ეს დამოკიდებულება არ იქნება და რეფორმების განხორციელების პროცესში დაგროვილი პრობლემები არ გადაიჭრება, ეს რეფორმის დისკრედიტაციას გამოიწვევს“, - ამბობს მაია მახარაძე.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები