"თიბისი კაპიტალის" ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია.
2023 წლის მონაცემებით ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში 40% იყო, რითაც 10-ე ადგილს ვიკავებთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 49 ქვეყანას შორის.
ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში ჯიბიდან გაწეული ხარჯების წილი

საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირს საშუალოს, რომელიც დაახლოებით 21%-ია და მაღალი შემოსავლის ქვეყნების საშუალოს - 14%-ს. მიმოხილვის თანახმად, ეს ხაზს უსვამს შედარებით დიდს ფინანსური ტვირთს, რომელიც ეკისრება მოსახლეობას საქართველოს.
საქართველოს ჯანდაცვის სტრატეგიის მიხედვით, მიზანი 2030 წლისთვის ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილის 25%-მდე შემცირებაა.
ჯანდაცვის დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი კვლავ ჯიბიდან გადახდებზე მოდის - TBC Capital-ის მიმოხილვა




























