მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი საჯარო მოხელეების გაფიცვის მოწოდებებს დივერსანტულ საქმიანობად აფასებს

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი "დივერსანტულ საქმიანობად" და "სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობად" აფასებს მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელეების გაიფიცონ. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მან ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას მადლობა გადაუხადა.

"დღეს მათი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია. ესეც მინდა ვთქვა, რომ იგივე დრამატურგიის ნაწილია რა სცენარითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ცრუ პანიკის დათესვა საზოგადოებაში ვითომ შეწყვეტილ პროგრამებზე, არამედ იმავდროულად ხდება მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო მოხელეებმა შეწყვიტონ მუშაობა და რამენაირად ხელი შეუწყონ სახელმწიფოს ჩამოშლას. ეს ქვეყნის გულშემატკივრობით გამოწვეული მოწოდება არ არის და მისი მიზანია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილური ინტერესების მსახურება. ეს არის მავნებლური დივერსანტული საქმიანობა - ასე შემიძლია შევაფასო ასეთი ტიპის მოწოდებები", - ამბობს სარჯველაძე.

თბილისში საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნაზე უარი თქვა, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის. უკვე მეოთხე დღეა მასშტაბური აქციები იმართება თბილისში და პოლიცია აქციის მონაწილეების ფიზიკურად უსწორდება და აკავებს. აქციებს ასევე შეურთდნენ საჯარო მოხელეები სხვადასხვა უწყებებიდან, რომლებმაც საერთო განცხადებებით გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები