მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო 10 ექიმს უფასოდ გადაამზადებს და დაასაქმებს - რას ითვალისწინებს პროგრამა?

დდ
01.12.23 21:00
834

ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარის, იმერეთის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მაცხოვრებელი 10 ექიმის გადამზადება მოხდება.

გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დანაყოფებში დასაქმდებიან და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ისე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

პროგრამის პირობები:

• სუბსპეციალობის პროგრამაში „სასამართლო ექსპერტიზა“ მზადების უფლება აქვთ სერტიფიცირებულ ექიმებს სპეციალობებში: ზოგადი ქირურგია, მეანობაგინეკოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია (მზადების ხანგრძლივობაა 6 თვე), ასევე საოჯახო მედიცინა (მზადების ხანგრძლივობაა 9 თვე).
• გადამზადებული ექიმები, ძირითადი კლინიკური საქმიანობის პარალელურად დასაქმდებიან სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოთხ რეგიონულ დანაყოფში - აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამცხეჯავახეთი.
• კონსკურსის ფარგლებში შეირჩევა 10 ექიმი. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ მდედრობითი სქესის ექიმებს.
• სუბსპეციალობაში გადამზადების პროცესი განხორციელდება სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე.
• პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სწავლის, ასევე სწავლის ხელშეწყობის ხარჯები (თბილისში საცხოვრებლის, ტრანსპორტის, დღიური ნორმის ხარჯები).

სასამართლო ექსპერტების გადამზადების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა,
განაცხადი სამინისტროს ელ-ფოსტაზე info@moh.gov.ge 2023 წლის 14 დეკემბრის (18:00 სთ)
ჩათვლით უნდა გააგზავნონ შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

1) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
2) საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
3) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4) ცნობა სამუშაო ადგილიდან;
5) ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც მითითებული იქნება ფაქტობრივი მისამართი,
ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

ელ-ფოსტის სათაურად მითითებულ უნდა იქნეს „სასამართლო ექსპერტების გადამზადება.“