Amazon-ის დამფუძნებელმა და პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ინვესტიცია Perplexity AI-ში ჩადო, რომელიც მიზნად ისახავს Google-ის 20-წლიანი დომინაციის დასრულებას და საძიებო სისტემების ბაზარზე რევოლუციის მოხდენას.
ბეზოსის შეფასებით, ტრადიციული მეთოდებით Google-თან კონკურენციაში შესვლას აზრი არ აქვს და ამას ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ კოლოსალური რესურსების და მცდელობების მიუხედავად, Microsoft-ის Bing-მა ბაზრის 5%-ის დაკავებაც კი ვერ შეძლო.
საქმე ისაა, რომ Perplexity AI ძიების შედეგად არა სხვა ვებ-გვერდების მისამართებს, არამედ პირდაპირ მზა პასუხებს აბრუნებს, რაც ინფორმაციის მოძიების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
„ბაზარზე ჩვენი გამოჩენის შემდეგ, Google-ის საძიებო სისტემა განხილული იქნება, როგორც მოძველებული და არქაული, რადგან შეკითხვებზე პასუხების მისაღებად მომხმარებლებს 10 ლინკის გახსნა აღარ დასჭირდებათ“, - განაცხადა Perplexity AI-ის დამფუძნებელმა, არავინდ სრინივასმა.
ბეზოსის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Perplexity AI-ს უკვე ჰყავს 10 მილიონი მომხმარებელი და პლატფორმა სწრაფი ტემპით იზრდება. მართალია, ტახტიდან Google-ის ჩამოგდებამდე სტარტაპს გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა Amazon-ის დამფუძნებლის მხარდაჭერა იმის მაუწყებელია, რომ კომპანიას ნამდვილად აქვს ბაზარზე თავის დამკვიდრების პოტენციალი.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.