ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში "რუსულ კანონთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ის წერს, ჯერ კიდევ არის შანსი გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა.
“ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივას.
ქართველ ხალხთან და მათი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საბაზისო უფლებების და კანონის უზენაესობის არჩევანთან და თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევანთან ერთად ვდგავართ”, - წერს სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.