მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიმ რეტკლიფი “მანჩესტერ იუნაიტედის” 25%-იან წილში 1.5 მილიარდ დოლარს იხდის

ჯიმ რეტკლიფი იუნაიტედი

გლეიზერების ოჯახის კონტროლქვეშ მყოფი კლუბის, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეოთხედ წილში ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანი, ჯიმ რეტკლიფი 1.5 მილიარდ დოლარს იხდის. 

“მანჩესტერ იუნაიტედი” ამჟამად ბაზარზე 3.3 მილიარდადაა შეფასებული, თუმცა გლეიზერები კლუბის დაპატრონების სანაცვლოდ 6.5 მილიარდს ითხოვენ და 2027 წლამდე მის გაყიდვასაც არ აპირებენ. საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბების რაოდენობა გაიზრდება, რაც მეტ ფინანსურ რესურსს ნიშნავს. გლეიზერები კი ამ მოცემულობით სარგებლობას აპირებენ და ფიქრობენ, რომ ასეთ პირობებში კლუბს 10 მილიარდად გაყიდიან. 

რეტკლიფისთვის, რომლის ქონებაც ფორბსის მიხედვით 18.7 მილიარდს შეადგენს, საფეხბურთო კლუბების მართვა უცხო არ არის. მის მფლობელობაშია ფრანგული ლიგა ერთის კლუბი “ნიცა” და შვეიცარიული სუპერ ლიგის კლუბი “ლოზანა”. 

ცნობისთვის, გლეიზერებმა “მანჩესტერ იუნაიტედი” 2005 წელს 960 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინეს, თუმცა უკანასკნელ წლებში კლუბის გულშემატკივრები მათი ხელმძღვანელობით უკმაყოფილოები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები