ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა - ამის შესახებ ინფორმაციას, საფრანგეთის საელჩო აშშ-ში ავრცელებს.
ჯო ბაიდენს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბირთვულ საკითხებში.