მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი: ეკონომიკური დახმარების პაკეტი უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია

604639f574d2e
ნათია თაქთაქიშვილი
08.03.21 22:20
972
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სენატის მიერ 1,9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სენატის გადაწყვეტილებას მოსახლეობისთვის დაპირებების შესრულების კუთხით „უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პანდემიის დაწყების შემდეგ დამტკიცებული დახმარების პაკეტი ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს 1 400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს.

ბაიდენის თქმით, ამგვარი გადასახადების განაწილება შეიძლება მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს. ე.წ. ამერიკული სამაშველო გეგმა 350 მილიარდ დოლარს გამოყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობებისთვის, ხოლო დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს სკოლებისთვის.

გეგმა ასევე გამოყოფს 49 მილიარდ დოლარს კორონავირუსის გაფართოებული ტესტირებისა და კვლევისთვის, ასევე 14 მილიარდ დოლარს ვაქცინის განაწილებისთვის.

კანონპროექტი ასევე მოიცავს გრანტებს ბიზნესისთვის, 25 მილიარდი დოლარი რესტორნებისა და ბარებისთვის; 15 მილიარდი დოლარი ავიაკომპანიებისთვის და კიდევ 8 მილიარდი დოლარი აეროპორტებისთვის იქნება გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები