მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jobs.ge-ზე ცხრა თვეში 42 523 ვაკანსია გამოქვეყნდა - ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

637209358e519
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 16:21
1290
PMCG-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 42 523 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 194%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მათივე ინფორმაციით, 2022 წელს აღნიშნულ პერიოდში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიური ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა.

დოკუმენტში Jobs.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიები დარგების მიხედვით არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს ამ პერიოდში ყველაზე მეტი 14 019 ვაკანსია ლოგისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის კატეგორიაში გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 43%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 223%-ით მეტია.

ამასთან, 12 628 ვაკანსია გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოცხადდა. ეს რიცხვი 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 263%-ით არის გაზრდილი.

ხოლო 8 838 ვაკანსია ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 205%-ით მეტია.