მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

jobs.ge-ზე თებერვალში 7 000-მდე ვაკანსია გამოქვეყნდა - ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით

ვაკანსია

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში jobs.ge-ზე 6 966 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.2%-
ით მეტია 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით კი 41 526 ვაკანსია გამოქვეყნდა , რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა და 5.0% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, 15.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით შედეგია:

  • 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, 9 902 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით არის გაზრდილი.
  • 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა და 7 683 შეადგინა.

  • 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10 847 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7%-ით შემცირული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები