მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯონსონის განცხადებით, რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს

6211e40c12000
თამთა ჯიჯავაძე
20.02.22 10:45
1997
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმა რაღაც კუთხით უკვე დაწყებულია. მეშინია თქმა, რომ გეგმა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის რაღაცისთვის, რაც შესაძლოა მართლაც იყოს ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომი 1945 წლის შემდეგ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც განაცხადა, რომ რუსეთს სურს უკრაინაში შეჭრა, რა დროსაც მან შესაძლოა უკრაინის დედაქალაქი, კიევიც ამოიღოს სამიზნეში.

აშშ-ის მთავრობის ბოლო ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსეთს 169 000-დან 190 000 სამხედრო ჰყავს განლაგებული.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე პროვოკაციებს, რომლებიც პრორუსი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ რეგიონებში ხდება, არ აჰყვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები