"ჯორჯიან მანგანეზმა“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ვიდეორგოლებით ორიგინალურად მიულოცა.
ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ვარციხე-ჰესში დასაქმებულებმა საკუთარი ბავშვობა გაიხსენეს.
ასევე, კომპანიის თანამშრომლებმა მათი და დღევანდელი თაობის ბავშვებს შორის პარალელები გაავლეს, აღმოაჩინეს მსგავსება და სხვაობა.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!