მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჯორჯიან მანგანეზმა" კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა

5e731dee61532
BM.GE
19.03.20 11:22
780
„ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აგრძელებს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დაიწყო.

კომპანია სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მიერ გატარებულ კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიო მოკლე დროში შეძლებს COVID-19-თან გამკლავებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები