მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JPMorgan-ის მომხმარებლები კრიპტოაქტივების შეძენას Coinbase-ის დახმარებით შეძლებენ

coinbase

პლანეტის უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, JPMorgan Chase-მა ამერიკულ კრიპტობირჟა Coinbase-თან თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო.

ახალი კონტრაქტის წყალობით, JPMorgan Chase-ის მომხმარებლები სასურველი კრიპტოაქტივების შეძენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ, რომელშიც ახალ უკვე Coinbase-ის სერვისები იქნება ჩაშენებული.

მიუხედავად იმისა, რომ JPMorgan-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი კრიპტოინდუსტრიის კრიტიკოსად რჩება და ის ბიტკოინში ინვესტირებას არავის ურჩევს, მისი კომპანია მაინც აქტიურად ვითარდება ამ მიმართულებით, რაც ინვესტორების მხრიდან მზარდი მოთხოვნით და მსოფლიოს მასშტაბით საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები