მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალდერის ქანდაკება Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება - სავარაუდო ფასი $20 მილიონია

Calder
21.10.25 20:55
180

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

ამერიკელი მოქანდაკის ალექსანდრე კალდერის უჩვეულო ქანდაკება ნოემბერში დაგეგმილ მეოცე საუკუნის საღამოს აუქციონზე გაიყიდება, წინასწარი მოლოდინით ქანდაკების ფასი 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდეა.

ორი მეტრის სიგრძის მობილური ქანდაკება სახელწოდებით შეღებილი ხე (Painted Wood), კერძო მფლობელობაში არსებული კალდერის ხის ქანდაკებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და აუქციონზე ისტორიაში პირველად გამოდის.

მფრინავი თევზი

კალდერის ყველაზე ძვირად გაყიდული მობილური ქანდაკებაა - მფრინავი თევზი (Flying Fish) (1957), რომელიც 2014 წელს Christie’s-ის ნიუ იორკში ჩატარებულ აუქციონზე 25.93 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ლურჯი მთვარე

2024 წელს კი კალდერის ერთ-ერთი მობილური ქანდაკება წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ქანდაკებების ათეულში მოხვდა, მისი ნამუშევარი სახელწოდებით ლურჯი მთვარე(Blue Moon)(1962) 14.35 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

საინტერესოა, რომ 1942 წლამდე კალდერისთვის დამახასიათებელი მობილური ქანდაკებები ალუმინისგან იყო დამზადებული, თუმცა 1942 წლიდან, რადგან ალუმინი თვითმფრინავების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო, მასზე ამერიკაში დეფიციტი შეიქმნა. არსებულმა რეალობამ კალდერი აიძულა სხვა მედიუმი ეძებნა, შედეგად კალდერმა არჩევანი ხეზე შეაჩერა, სწორედ ხით ექსპერიმენტაციის წყალობით 1943 წელს შეიქმნა კალდერის ყველაზე ცნობილი სერია სახელწოდებით “თანავარსკვლავედები” (constellations), რომლის ნაწილიცაა ამჟამად სააუქციონო დებიუტის მოლოდინში მყოფი ქანდაკება შეღებილი ხე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები