მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამალა ჰარისი პრეზიდენტობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, თუ ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას მოხსნის - Reuters

აშშ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატია იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიიც ცნობით, პირველმა საპრეზიდენტო დებატებმა, რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გაიმართა, დემოკრატიულ პარტიაში პანიკა და შეშფოთებები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს ჯო ბაიდენი მეორე ვადით ქვეყნის გაძღოლას.

კამალა ჰარისის გარდა, ასევე განიხილება, გუბერნატორები: გევინ ნიუსომის, გრეტჩენ უითმერისა და ჯოშ შაპიროს კანდიდატურები.

Reuters-ის გამოკითხვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 1%-ით ჩამორჩება. ტრამპმა 43%, ხოლო ჰარისმა 42% მიიღო. დემოკრატიული პარტიის ყრილობა 19-22 აგვისტოს განმავლობაში ჩატარდება, სადაც პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები