მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჭერს თუ არა კამალა ჰარისი კრიპტოინდუსტრიას მხარს?

კამალა კრიპტო

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, კამალა ჰარისმა საჯაროდ პირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია ციფრულ და კრიპტოაქტივებთან მიმართებით.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია, როგორც ჩანს, კრიპტოსექტორის მიმართ პოზიტიურია. მისი კამპანიის განმავლობაში ჰარისმა რამდენიმე დადებითი განცხადება გააკეთა ციფრული აქტივების, ბლოკჩეინისა და ინოვაციების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მათ შორის ციფრულ აქტივებს, მაგრამ ამასთანავე, უზრუნველყოფს მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვას.

ამ განცხადებამ კრიპტოენთუზიასების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჰარისის პოზიციას.

ზოგადად, კრიპტოინდუსტრიისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვეველი და ხშირად წინააღმდეგობრივი რეგულაციებია. ჰარისის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია "მკაფიოდ განსაზღვრულ და გამჭვირვალე წესების" შემოიღებს, რომელიც ინდუსტრიას სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს.

გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჰარისი არ გამორიცხავს კრიპტოაქტივების ჩართვას თავის ეკონომიკურ ხედვაში, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ბიზნესების მხარდაჭერას, ხარჯების შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაფართოებას.

საერთო ჯამში, კამალა ჰარისის პოზიცია კრიპტოს მიმართ ჯერჯერობით დადებითია, მაგრამ მისი რეალური მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარმართავს ის ამ საკითხს მომავალში. ცხადია, არ არის გამორიცხული, ბოლო პერიოდში მისი გააქტიურება მხოლოდ ერთ მიზანს - მეტი ხმების მიღებას ემსახურებოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები