მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად ტიმ უოლზს დაასახელებს - მედია

კამალა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პრეტენდენტია, ნოემბრის არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის კანდიდატად შეარჩია მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი - ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიისვე ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას ჰარისი დღის ბოლომდე გააჟღერებს.

უოლზი ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც რამდენიმე წელი იმსახურა ეროვნულ გვარდიაში. ის 2018 წელს აირჩიეს მინესოტის გუბერნატორად. უოლზი პოზიციონირებს, როგორც პროგრესული პოლიტიკოსი, ქალთა უფლებების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები