მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადა უკრაინისთვის $2.5 მილიარდის დახმარებას გამოყოფს

კანადა

კანადის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი, მსხვილი ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც 2.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

გამოყოფილი სახსრები ძირითადად მიმართული იქნება უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სახელმწიფო სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული დახმარება უკრაინას საშუალებას მისცემს, დააფინანსოს სოციალური პროგრამები, გადაიხადოს პენსიები და უზრუნველყოს საჯარო სექტორის მუშაობა, რაც ომის პირობებში ქვეყნის შიდა მდგრადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კანადის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ფინანსური მხარდაჭერა არის ნაწილი იმ ფართო სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამასთან, ამ დახმარების წყალობით, უკრაინა წვდომას მიიღებს IMF-ის დახმარების პროგრამასთან, რომელიც უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები