“მივესალმებით კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებას. ევროკავშირი და საქართველო კანდიდატის სტატუსის ისტორიული შესაძლებლობის წინაშეა. მისი მიღწევა არის ხელმისაწვდომი თუკი ყველა მხარე გამოიჩენს სურვილს და ფოკუსირდება მასზე და იმუშავებს ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროგრესზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესაბამისად,”- წერს პიტერ ფიშერი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.