მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანდიდატის სტატუსს დღეს ათიათასობით ადამიანი ქუჩაში იცავს"- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ანელინა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანელენა ბერბოკი twitter-ის გვერდზე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ბერბოკი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ათიათასობით მოქალაქე ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ქუჩაში იცავს.

ბერბოკი წერს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, რათა მომავლისკენ მიმავალი გზა არ ჩაკეტოს.

"საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში იცავს. მისი საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების გადასაწყვეტია, განზრახ არ ჩაკეტოს მომავლისკენ გზა,"- წერს ბერბოკი.

გუშინ, 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" უმრავლესობამ უცხოური გავლენების შესახებ ე.წ. "რუსული კანონი" მეორე მოსმენით, ათობით ათასი მოქალაქის პროტესტის მიუხედავად მიიღო.