მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანდიდატის სტატუსზე უარის მიღება აშკარა ჩავარდნაა - ვალერი ჩეჩელაშვილი

62b5d0078427b
მარიამ ვარადაშვილი
24.06.22 19:31
777

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის  აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ვალერი ჩეჩელაშვილი ჩავარდნას უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო.

“ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებელი მთავრობაა. თუ კარგი ხდება ეს მთავრობის დამსახურებაა, ხოლო რაც ვერ ხერხდება და ჩავარდნები გვაქვს ესეც მთავრობის ბრალია. ეს აშკარა ჩავარდნაა. თავის მოტყუებაა, რომ ეს ჩავარდნა არ არის და ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ და ა.შ. შეიძლება თავი მოვიტყუოთ, მაგრამ რელურად ეს ჩამორჩენაა. ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას მაშინ, როცა ლიდერები ვიყავით [ამ სამეულში]”,-აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

გუშინ ევროპულმა საბჭომ გაიზიარა ევროკომისიის შეფასებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები