მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანელო ალვარესმა ჯერმელ ჩარლოს დამარცხებით დიდი თანხა გამოიმუშავა

კანელო ალვარესი

საულ კანელო ალვარესმა მსუბუქი საშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონი ჯერმელ ჩარლო დომინანტურად დაამარცხა და სუპერსაშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსი შეინარჩუნა. 
მთელი ბრძოლის მანძილზე დომინანტი ალვარესი იყო და ბოლო რაუნდებში ნოკაუტით გამარჯვებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

38 წლის ჩარლომ 2 წონით მაღალ დივიზიონში პირველად იჩხუბა და მეტოქეს რამდენიმე სოლიდური მუშტიც მოარტყა, თუმცა კანელოს შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იყო. ალვარესმა მიმდინარე წელს ქამრები მეორედ დაიცვა, პირველად, 6 მაისს ჯონ რაიდერი მექსიკაში დაამარცხა. ჩარლოსთან მოგების შემდეგ კანელომ განაცხადა, რომ მასთან გამარჯვება არავის შეუძლია.

სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით ამ გამარჯვებით ალვარესმა მოჭრილი თანხით 40 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ტრანსლაციიდან დამატებით 50 მილიონი მიიღო. ტრიუმფის შედეგად მექსიკელის კარიერულმა შემოსავლებმა 550 მილიონს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკიაოს ჩამორჩება 

ჯერმელ ჩარლოს განცხადებით, ის წონას შეიცვლის, ქვესაშუალო დივიზიონში ჩავა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივე ტერენს კროუფორდს დაუპირისპირდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები