მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანის კიბო - მელანომა სასიკვდილო დიაგზონი აღარაა - BBC

5d906eacbfded
მიხეილ ხაჩიძე
29.09.19 13:20
7152

კანის კიბო, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ უკურნებელ დაავადებად მიიჩნეოდა, ამ დროისთვის სასიკვდილო დიაგნოზი აღარაა. დაავადებული პაციენტების ნახევარზე მეტს უფრო ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.



როგორც BBC ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს, ათი წლის წინ მელანომით დაავადებულთა 20 ადამიანიდან, მხოლოდ ერთი ახერხებდა ამ დიაგნოზის შემდეგ 5 წელი ეცოცხლა, დანარჩენები რამდენიმე თვეში იღუპებოდნენ. ახლა კი, ახალი პრეპარატების დახმარებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს, მათს 52%-ს შეუძლია სულ მცირე 5 წელი კიდევ იცოცხლოს.  


მელანომა დიდ ბრიტანეთში გავრცელებულ ყველაზე ხშირ 5 დაავადებაშია შესული. მას ყოველწლიურად საშუალოდ, 2,300 ადამიანი ეწირება. თუ მკურნალობას ადრეულ სტადიაში იწყებენ, გადარჩენის შანსები უკეთესია, მაგრამ როცა კიბო აგრესიულია და მთელს სხეულს ედება, სიცოცხლის ალბათობა კლებულობს.

"წარსულში კანის კიბოს მეტასტაზები უკურნებლად მიიჩნეოდა’’- აცხადებს Royal Marsden NHS Foundation Trust-ის მრჩეველი, პროფესორი ჯეიმს ლერკინი.  მისივე თქმით, ონკოლოგები სხვა კიბოს სახეობებისგან განსხვავებით, მელანომას სხვანაირად უდგებოდნენ, შესაბამისად მეტასტაზების პროცესში მას ვეღარ კურნავდნენ. როგორც წესი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტები 6-დან 9 თვეში იღუპებოდნენ.



მეცნიერებმა კვლევისას ორი პრეპარატი გამოიყენეს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ და კიბოს დამარცხებას ცდილობენ. კვლევაში მონაწილეობა 945-მა პაციენტმა მიიღო. ნაწილი Nivolumab-ს ღებულობდა, ნაწილი კი Ipilimumab-ს, ხოლო ზოგი მათგანი - ორივე წამალს.

ექიმები გამოკვლევის ფარგლებში 5 წლის შემდეგ, მათი სიცოცხლის შესაძლებლობებს ადგენდნენ. პაციენტების უმეტესობა კი დღესაც, კვლევიდან ხუთი წლის შემდეგ, ცოცხალია.


კვლევის კონკრეტული შედეგები ასე გამოიყურება:



• პაციენტების 26%, ვინც Ipilimumab-ით მკურნალობდა, ისევ ცოცხალია

• პაციენტების 44%, ვინც Nivolumab-ით მკურნალობდა, ისევ ცოცხალია

• პაციენტების 52% კი, ვინც ორივე მედიკამენტი მიიღო, ცოცხალია.




"ეს იყო გასაოცარი სიურპრიზი, ასეთ სწრაფ დროში ამხელა წინსვლის მიღწევა’’,- აცხადებს პროფესორი ლერკინი. მისი თქმით, უკვე არსებობს 50% შანსი იმისა, რომ მელანომის მეოთხე სტადიით დავადებულმა პაციენტებმა, დიაგნოზის დასმიდან კიდევ 5 წელი ან მეტი იცოცხლონ.



აღსანიშნავია, რომ კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ეს დაავადება ისეთ ადგილებში ვითარდება, სადაც მზის დასხივება მეტია – თავის ქალა, სახე, ტუჩები, ყურები, კისერი, მკერდი, ხელები და ფეხები. თუმცა დაავადება შესაძლოა განვითარდეს ისეთ ადგილებშიც, სადაც მზის სინათლე არ გვხვდება – ხელის გულები, ფრჩხილების ქვეშ და გენიტალიებთანაც.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები