"კანონდარღვევით არაფერს ვაწარმოებ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა BMG-სთან, "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრები: ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი და გოჩა ენუქიძე პარლამენტის წევრის სტატუსთან ერთად შეუთავსებელ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან.
"მაღალი ალბათობით სახეზეა აღნიშნული პირებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რაზეც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს შესაბამისი რეაგირება არ აქვს"
ლევან მგალობლიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელია, რომელსაც თავად არ მართავს.
"ვარ კომპანიის დამფუძნებელი და კანონი ამას არ კრძალავს. მე არ ვმართავ, დირექტორი ჰყავს და ის მართავს ჩვეულებრივად. ეს მათაც ვუთხარით, წერილიც მივწერეთ, მაგრამ… ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც კანონს დაარღვევს, რატომ უნდა გავხადო სალაპარაკო?", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
დეპუტატების ნაწილის საქმიანობა უპირისპირდება მიზანს, ემსახუროს ხალხის ინტერესებს - ანგარიში