მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონი უნდა გაუქმდეს - ეუთო ODIHR-ი დასკვნას აქვეყნებს

ოდირი
30.05.24 19:08
402

"საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს," – აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ მომზადებულ დასკვნაში.

ODIHR-ის ანალიზი ასევე მოიცავს სამართლებრივ შეფასებას იმ ძირითადი განსხვავებების შესახებ, რომლებიც ახლად მიღებულ კანონსა და დასავლეთში მოქმედ ნორმებს შორისაა.

“მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” (ე.წ. "ფარა"), ან ავსტრალიური “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი” ფუნდამენტურად განსხვავებულია თავისი მიზნებითა და შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები, ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ხელისუფლების სახელით უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებაში, ან ლობირებაში, საჯაროდ იყვნენ დარეგისტრირებულნი - ის არ ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, ან მედია უცხოური [ძალის] წარმომადგენლები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ,"- ნათქვამია ODHIR-ის შეფასებაში.

ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ნაკლები ჩარევის ალტერნატივების მაგალითები შეიძლება იყოს ლობისტური საქმიანობის რეგულირება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესები და ანტიკორუფციული კანონები, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სივრცის ფორმირებას.

ODIHR კვლავ მზადაა გაუწიოს შემდგომი დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივების იდენტიფიცირებაში, რათა პასუხი იყოს გაცემული იმ ნამდვილი, კონკრეტული შეშფოთებების მიმართ, რასაც ეს კანონი იწვევს და რომ ის შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები