მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება, სერიოზული დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე - ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება რუსულ კანონს არსებული ფორმით მიიღებს, ეს დაბრკოლებას შექმნის საქართველოს ევროინტეგრაციისთვის - ამის შესახებ ელჩმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მედიასთან ისაუბრა.

“ევროკავშირის მისია მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა წინა მთავრობასთან, აქტიურად ვმუშაობთ დღევანდელ ხელისუფლებასთანაც და, საქართველოს სასარგებლოდ, ვიმუშავებთ ყველა მომდევნო, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთანაც.

დიდი იმედი მაქვს, მომდევნო კვირების განმავლობაში იქნება ნაპოვნი გზა, რათა გადაიჭრას არსებული პრობლემა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ კანონპროექტი არ უნდა მიიღონ არსებული ფორმით, და, თუ მაინც დამტკიცდება, ეს იქნება ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მოიძებნება გამოსავალი, რათა არ შევიდეთ მოვლენების განვითარების ნეგატიურ სპირალში”, - ამბობს ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები