მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კარანტინში 100 პირი რჩება, დაინფიცირებული 3 პირის ჯანმრთელობა სტაბილურია - მთავრობა

5e5fadbaba24f
თელარა გელანტია
04.03.20 17:31
764
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც bm.ge-ის პრემიერი პრეს-სამსახურიდან აცნობეს, საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ.

პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

„ასევე, უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მთავრობის ცნობითვე, იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები