ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) გამოაქვეყნა, რომ ღაზას მცხოვრებლები უსამართლო დაბომბვის მსხვერპლნი გახდნენ.
ამის შემდეგ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინიმ Cnews-სთან განაცხადა, რომ ბენზემას ტერორისტულ ორგანიზაცია “მუსლიმურ ძმებთან” აქვს კავშირი.
ჯერჯერობით მოთამაშეს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა არაერთი სკანდალის მიუხედავად ეს ბენზემას კარიერაში ყველაზე მძიმე ბრალდებაა.