მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი ყაზახურ ბანკ Jusan Bank-ს ყიდულობს

ვიაჩესლავ კიმი

ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უდიდესი ნეობანკის, Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი, ვიაჩესლავ კიმი, რომელიც ამ ბანკში ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის საქმიანი პარტნიორია, აქტივებს აფართოებს და ერთ-ერთ წამყვანი ყაზახური ბანკის Jusan Bank-ის საკონტროლო პაკეტს ყიდულობს. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, ვიაჩესლავ კიმი ყაზახი ბიზნესმენის, გალიმჟან იესენოვის 97.5%-იან წილს გამოისყიდის, რისთვისაც ყაზახეთის ფინანსურ მარეგულირებელს უკვე მიმართა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვიაჩესლავ კიმი Jusan Bank-თან ამ დრომდეც იყო დაკავშირებული, რადგან გალიმჟან იესენოვის მიერ Jusan Bank-ის შესყიდვის ოპერაცია სწორედ მან დააფინანსა. იმ დროს, კიმის დახმარებით ყველაზე დიდი ქონებრივი დავა დასრულდა, რომელიც ყაზახეთში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ შეიქმნა. გარიგების თანახმად, ნაზარბაევთან დაკავშირებული ამერიკული ფონდის აქტივები და მათ შორის Jusan Bank-ი სწორედ იესენოვმა გადაიფორმა.

როგორც ვიაჩესლავ კიმი მარეგულირებლისთვის გაგზავნილ წერილში წერს, ამ გარიგებას Kaspi.kz-ის ოპერირებასთან არანაირი კავშირი აქვს. Bloomberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ვიაჩესლავ კიმი Jusan Bank-ის საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებს. კომპანია Kaspi.kz-თან კონკურენციაში არ შევა და საცალო ბანკინგის ნაცვლად, უმეტესწილად უზრუნველყოფილ საცალო და კორპორაციულ სესხებზე, მათ შორის იპოთეკაზე კონცენტრირდება.

ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის ერთ-ერთი უდიდესი მოქალაქეა, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $6 მილიარდად აფასებს. კიმის ქონების უდიდესი ნაწილი Kaspi.kz-ზე მოდის, რომელიც მან ქართველ ანტრეპრენიორთან, მიხეილ ლომთაძესთან ერთად დააფუძნა. ქართველი ბიზნესმენის ქონებას Forbes-ი $5.8 მილიარდად აფასებს, ხოლო თავად Kaspi.kz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $19.8 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები