მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kass Group-ი წალკაში აკვაპარკის აშენებას გეგმავს

62a88faf14b7d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 17:45
3921
წალკაში, დაშბაშის კანიონის მიმდებარედ, ისრაელური ინვესტიციით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვაპარკი მოეწყობა - Kass Group-ის მიერ დაგეგმილი ეს სიახლე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„240 მეტრის შუშის ხიდის მშენებლობა, რომლის შუაგულში დაკიდულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, სრულად 2022 წლისთვის დასრულდება და ამ საოცარ ნაგებობას ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესების წიგნში ვიხილავთ.

ასევე, ეს ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ ნაწილია. რამდენიმემილიონი ლარის ინვესტიციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას გეგმავს და დამატებით 200 ვილაც აშენდება. ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი მიზანი წალკის მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად ქცევაა“, - განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

დღეს ისრაეულურმა კომპანია Kass Land-მა საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა და შუშის ხიდი ოფიციალურად გახსნა. 120 მლნ ლარის ღირებულების ეკოტურისტული სივრცე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, რესტორანს, “ზიპლაინს” და ველობილიკს აერთიანებს. გეგმაშია სასტუმროს, ვილების, სპას, ღია და დახურული აუზების და სასადილო სივრცეების მოწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები