მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატალიზატორებთან დაკავშირებით რეგულაციებზე ვმუშაობთ - გარემოს დაცვის სამინისტრო

643fd0afb97bd
მარიამ ვარადაშვილი
20.04.23 09:33
817
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ მანქანის კატალიზატორებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებაზე სამინისტრო მუშაობს.

“კატალიზატორების მიმართულებით სამინისტროში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათი ჩაბარების პროცესი წახალისებული არ იყოს და გარკვეული შეზღუდვები შემოვიღოთ შემდგომ ექსპორტზე. ეს შეზღუდვა იქნება კომპლექსური ღონისძიებების ნაწილი იმისთვის, რომ კატალიზატორების მოხსნა და მათი შემდგომი გასხვისება წახალისებული არ იყოს.

ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეებს მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილი არ უჩნდებოდეთ. ანუ შეიძლება არსებობდეს ჩამბარებელი პუნქტები და აქ მიღებული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს კატალიზატორის გასხვისების სურვილი ჰქონდეთ.  ვმუშაობთ, რომ სრულად დარეგულირდეს ეს საკითხი",-აცხადებს თანდილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები