ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა მადბულიმ და კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ $7.5-მილიარდიანი თანამშრომლობის პაკეტს ხელი მოაწერეს.
შეთანხმება ისეთ მსხვილ კატარულ ინვესტიციას მოიცავს, რომელიც ეგვიპტეს მძიმე საგარეო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის ამოვსებაში დაეხმარება. ჯერჯერობით, არ საჯაროვდება, კონკრეტულად რა პროექტებში ჩაიდება თანხები, თუმცა სავარაუდოდ, დეტალები მომავალ კვირებში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ კატარი არ არის სპარსეთის ყურის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეგვიპტეში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია ჩადო. ამ მხრივ, შეგვიძლია გავიხსენოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ცოტა ხნის წინ გაფორმებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მიერ ეგვიპტის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობამ $35 მილიარდს გადააჭარბა.




























