მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Keepz-მა Tether-ისგან ინვესტიცია მოიზიდა - გენდირექტორი სიახლეებზე

keepz

ქართულმა ფინტექ სტარტაპმა Keepz კრიპტოკომპანია Tether-ისგან მსხვილი ინვესტიცია მოიზიდა - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში Keepz-ის გენერალური დირექტორი გიორგი მარიამიძე საუბრობს.

"დამწყები კომპანიებისთვის, სტარტაპებისთვის, ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. ამ შემთხვევაში, Keepz-ში ავწიეთ ახალი ინვესტიცია Tether-ისგან, რომელიც არის USDT. მათ Keepz-ში საინტერესო პოტენციალი დაინახეს, რადგან ჩვენი QR ტერმინალები მომხმარებელს კრიპტოაქტივით გადახდის საშუალებასაც სთავაზობს. მათ დაინახეს პოტენციალი ამ პროდუქტში და გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ინვესტიცია", - განაცხადა გიორგი მარიამიძემ.

Keepz-ის გენერალური დირექტორი ინვესტიციის მოცულობას ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

Keepz-ი საქართველოში ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიაა. მისი ძირითადი პროდუქტი QR ტერმინალია, რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესს თუ საცალო მოვაჭრეს ბარათით გადახდების მიღების საშუალებას აძლევს. Keepz აერთიანებს გადახდის ყველა შესაძლო ალტერნატივას, როგორც რეალურ, ასევე, ონლაინ ვაჭრობისას. მას სხვა კომპანიებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გადამხდელს არ სჭირდება იყოს Keepz-ის მომხმარებელი ან გადმოწეროს აპლიკაცია, ქიფზის QR-ით გადახდა შესაძლებელია apple pay/google pay ელექტრონული საფულეებით, კრიპტო საფულით, ბარათის მონაცემის შეყვანით და ბანკების მობაილ აპლიკაციებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები