მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი საელჩოში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს

62bf187c9ff51
BM.GE
01.07.22 19:56
5066
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გუშინ, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. დეგნანის თქმით, ძალადობა არის მიუღებელი. 

"ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას, არ ვიცით თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვიტყვით იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ, ასევე შეშფოთებული ვართ, იმ ცნობებით რომ ძალადობას აქვს ადგილი სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მიმართ.

გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ჩვენ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის რა მნიშვნელოვანია, როცა ქართველები ერთიანდებიან და იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი პოზიტიური ღონისძიება"- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მან აღნიშნა, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი. ის მიმართავს კელი დეგნანს, რათა ინციდენტის ამსახველი კადრები გასაჯაროვდეს. თავის მხრივ "ოცნების" დეპუტატებმა მომხდარ ინციდენტს ვატო წერეთლის მხრიდან პროვოკაცია უწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები