მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო კომპანიები, სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, კერძო ბიზნესის ჩანაცვლება არ მოხდება, თუმცა გზების მოვლა-შენახვაში კერძო კომპანიები სადაც დარჩებიან სისტემა იქაც შეიცვლება.

"[გზების მოვლა-შენახვისთვის სახელმწიფო კომპანიის შექმნით] საუბარი კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე, არარელევანტურია, თუმცა ერთია ამ [სახელმწიფო კომპანიის] შექმნა, მაგრამ ჩვენ რეფორმა თავიდან ბოლომდე გვაქვს გააზრებული და კერძო კომპანიები სადაც დარჩებიან გზების მოვლა-შენახვაში, იქაც შევცვლით სისტემას და კონკრეტულ ინდიკატორებზე დაყრდნობით მოხდება ანაზღაურება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები