მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლები, მასწავლებელთა ხელფასების კუთხით, საჯაროებს კონკურენციას ვერ უწევს - თიბისი კაპიტალი

649925d7b2b62
თამთა ჯიჯავაძე
26.06.23 10:15
4046
კერძო სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების პოვნა და მათთან თანამშრომლობა წარმოადგენს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში ზოგადი განათლებას ეხება.

მიმოხილვის მიხედვით, გარდა ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირისა, კერძო სკოლებისთვის გართულდა კონკურენციის გაწევა საჯარო სკოლების მიერ გაცემულ შრომის ანაზღაურებასთან, რომელიც მასწავლებლებს თავიანთი სტატუსის შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

„კერძო სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს იდენტური ანაზღაურების შეთავაზებას, რამაც გამოიწვია კერძო სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა საჯარო სკოლაში გადასვლა. შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობამ მეტად დაიკლო კერძო სკოლებში. განათლების სამინისტროს მიერ დანერგილმა ახალმა სახელფასო სისტემამ საჯარო სკოლებს აარიდა კადრების დეფიციტი, რომელიც პედაგოგების სამუშაო ძალიდან გადასვლას უნდა გამოეწვია და მან ძირითადად გავლენა იქონია კერძო სკოლებზე.

მასწავლებელთა რაოდენობის შემცირება კერძო სკოლებში ასევე გარკვეულწილად აიხსნება კერძო სკოლების რაოდენობის კლებით. კერძო სკოლებში საერთო ჯამში მასწავლებელთა რაოდენობა 2022 წელს 20%-ით შემცირდა, იმავე პერიოდში, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა კი 3%-ით გაიზარდა“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები