მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კერკის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება და ამაში დიდწილად USAID დაგვეხმარა” - ქართული მშრალი ხილის ბრენდი

ხილი

"კერკი", ქართული მშრალი ხილის ბრენდია, რომელიც ხუთი სახის პროდუქტს მოიცავს: ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ცუკატი და თხილეული. კერკის საწარმო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს და პროდუქციას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის უმაღლესი სტანდარტით აწარმოებს. 

კომპანიამ USAID-თან თანამშრომლობა 2020 წლიდან დაიწყო,  და მას შემდეგ “კერკის” წარმოებას თითქმის ყველა მიმართულებით მხარში უდგას. 

“USAID-თან პარტნიორობამ შესაძლებლობის გზა ძალიან ბევრი მიმართულებით გაგვიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი პანდემიის პერიოდში შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ზუმით ხდებოდა ყველაფერი და ასეთ ბიზნესმოდელს ენდო USAID და მოგვცა გრანტი. 2020 წლიდან დავიწყეთ მათთან პარტნიორობა და ერთ - ერთი პირველი დონორი ორგანიზაციაა 5 პარტნიორს შორის. მას შემდეგ მხარში უდგას “კერკის” წარმოებას თითქმის ყველა მიმართულებით. ასევე მათი მხრიდან, ექსპორტის მიმართულებით, უდიდესი ხელშეწყობა გვაქვს, როგორც გამოფენების დაფინანსებით, ასევე FDA სერტიფიკატის აღების ნაწილში. ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ამერიკელი ხალხის მხრიდან, ქართულ ბაზარზე რეალიზებაში. გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მწარმოებლებთან, ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებთან და სწორედ მათი დახმარებით არის რომ კომპანია “კერკის” პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ თუ მცირე სავაჭრო ქსელებშია წარმოდგენილი”, - ამბობს ნინო რესულიძე 

„კერკი“ ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული, სეზონის პერიოდში კი მათი რაოდენობა 50-მდე იზრდება. „კერკის“ პროდუქციის შეძენა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტსა“ და „სმარტშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები