მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეზევაძის შემდეგ გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა მილერი ლაგაზაურმაც დატოვა

მილერი ლაგაზაური

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია bm.ge-ის შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მილერი ლაგაზაურმა დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) დატოვა. მის ადგილას უწყებამ რომან ქარცივაძე დანიშნა. ივლისის დასაწყისში კი გაცხადდა, რომ თანამდებობა გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძემაც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მილერი ლაგაზაური სანქციები გასული წლის დეკემბერში დაუწესა. ჩეხეთმა 30 იანვარს დაასანქცირა. ლაგაზაური მიმდინარე წლის 10 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ის ასევე სანქცირებული ბალტიის ყველა ქვეყნის მიერ.

მიზეზები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მილერი ლაგაზაური შეიყვანა იმ პირების სიაში, ვინც, მათი თქმით:

  • პირდაპირ მონაწილეობდა ან ორგანიზებდა ძალადობრივ ქმედებებს 2024 წლის აპრილის და მანამდე გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე საქართველოში;
  • იყო პასუხისმგებელი მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვეითებაზე, მათ შორის პროტესტის მონაწილეთა მიმართ გადამეტებულ ძალადობაზე.

აშშ-ის სანქციები მოიცავს: ვიზის აკრძალვას და ფინანსური აქტივების გაყინვას, თუ ასეთი იარსებებს აშშ-ის იურისდიქციაში.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა იმ პირებზე, რომლებიც:

  • მონაწილეობდნენ დემოკრატიული პროტესტის დარბევაში;
  • უწყობდნენ ხელს სიტყვის თავისუფლებისა და ასოციაციის უფლების დარღვევას.

დიდი ბრიტანეთის სანქციებიც გულისხმობს: ანგარიშებისა და აქტივების გაყინვას ქვეყანაში და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები