გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი(KfW) ბათუმის ურბანული განვითარების პროექტისთვის 15 მლნ ევროს ოდენობის სესხს და 1 მლნ ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. შეთანხმებას KfW-ს, მაინის ფრანკფურტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 5 ივნისს მოეწერა ხელი.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება გააცნო. პროექტი ბათუმში ურბანული მობილობის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. საუბარია ჭკვიანი სატრანსპორტო ერთიანი სისტემების, ველო ინფრასტრუქტურის განვითარების და ავტობუსების სპეციალური სავალი ხაზების გაუმჯობესება-გაფართოებაზე.
უფრო კონკრეტულად, გამოყოფილი თანხით უნდა შეიქმნას საგზაო მოძრაობისა და კოორდინაციის ცენტრი,უნდა შეიქმნას საგზაო მოძრაობის ორგანიზების გენერალური სქემა, „ჭკვიანი“ შუქნიშნების მოწყობა ახალ წერტილებზე,ხოლო მწყობრიდან გამოსულების განახლება/შეცვლა და ა.შ.
KfW-ის მიერ გამოყოფილი სესხი 15-წლიანია, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელს შეადგენს, საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული, წლიური 0,75%-ია.
ბათუმში დაგეგმილი პროექტი 2030 წლის 30 ივნისს უნდა დასრულდეს.
საკითხს დღეს მხარი დაუჭირეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.