მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხალხის აზრი და მოთხოვნა ყოველთვის გასათვალისწინებელია - მეჰმეთ მელექი "რუსულ კანონზე"

ბეკო

საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მაღაზია „BEKO საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "რუსული კანონის" მიღება საქართველოში თურქულ ინვესტიციას არ შეაფერხებს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნები გაითვალისწინოს - ამის შესახებ მელექმა BMG-სთან, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას ისაუბრა.

"თურქეთს და საქართველოს ბოლო პერიოდში ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს, არც ერთი კანონი და ასეთი ცვლილება უარყოფითად არ აისახება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხის აზრი და მოთხოვნა ყოველთვის გასათვალისწინებელია. მეც, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, ყოველთვის მსურს, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, არ იყოს დაძაბულობა, იყოს ხალხის აზრი და მოთხოვნები გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ. მალე არჩევნებია, თუ არჩევნებამდე ხალხის აზრი და მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, ისევ მათთვისაა კარგი", - ამბობს "BEKO საქართველოს" გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებს ყველაზე დიდი წილი უკავია. TOP-5 კომპანიაში, საიდანაც თურქეთიდან ინვესტიცია ჩაიდო, ერთ-ერთი სწორედ შპს "ტექნოჰაუს"-ი, იგივე "BEKO საქართველოა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები