მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელახალი არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს - გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა. ამ ვითარებაში ის ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ელის, რომელიც გუშინ დოლართან და ევროსთან 7 და 6 თეთრით გაუფასურდა.

"ის რაც დღეს გარეთ ხდება მართვას არ ექვემდებარება და თან ძალიან დიდ გაუკვევლობას ბადებს. არ ვიცით რა მოხდება, როგორ დასრულდება ეს პროცესი. ასევე არ ვიცით "ქართული ოცნება" რას აპირებს. ერთი რამ არის ცხადი რომ ამხელა აგრესია და სიბრაზე, რაც დაგროვილია საზოგადოებაში ამას ვერაფერი ვერ ჩააცხრობს გარდა იმისა, რომ გამოაცხადონ ხელახალი არჩევნების ჩატარება. მეტი გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს", - ამბობს გულედანი.

28 ნოემბერს, საქართველოში საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები