რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ 119-ე მოწვევის კონგრესში სხვა კონგრესმენებთან ერთად ხელახლა წარადგინა "MEGOBARI აქტი". როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მათი პრიორიტეტია "ქართული კოშმარის" დასრულება.
„დღეს, კონგრესმენ კოენთან, კონგრესმენ ჰადსონთან და კონგრესმენ ვისისთან ერთად ხელახლა წარვადგინეთ „MEGOBARI აქტი" 119-ე მოწვევის კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია. ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, რომ „ქართული კოშმარი“ დასრულდეს და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი”, - წერს უილსონი.
Today, I along with @RepCohen, @RepHudsonNC, and @RepVeasey reintroduced the MEGOBARI Act to the 119th Congress as H.R. 36. It is our first priority to ensure the Georgian Nightmare comes to an end, and the Axis of Aggressors stop terrorizing the people of Georgia. pic.twitter.com/SqRjid2VY6
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 3, 2025
ცნობისთვის, კონგრესში ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი - "MEGOBARI აქტი" „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს. ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ კურსის შეცვლის და დასავლურ კურსზე დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების დაახლოებას, მათ შორის სამხედრო დახმარების პაკეტის გაზრდას, ასევე სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობას და საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 3 იანვარს, აშშ-ის ახალმა კონგრესმა ფიცი დადო. ჯო უილსონი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ როგორც კი კონგრესი ფიცს დადებდა, "MEGOBARI აქტს" ხელახლა წარადგენდნენ.